ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პროექტისთვის

პროექტისთვის "უნივერსიტეტების როლი რეგიონალურ განვითრებაში" მონაწილეების შერჩევას იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტი 10 ქართულ და 4 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობს პროექტში "უნივერსიტეტების როლი რეგიონალურ განვითრებაში" - "RURD" - Role of Universities in Regional Development.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე ვიზიტი შესაბამის ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებში. სატრენინგო თემატიკა იქნება: უნივერსიტეტი მენეჯმენტის სტრუქტურა, რეგიონაური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალური უნივერსიტეტების თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიის დახვეწა, მოდიფიცირება და სვოტ ანალიზი.

აღნიშნული ტრენინგების გავლის შემდეგ, მკვლევარებმა და ადმინიტრაციულმა პერსონალმა, რომლებიც ჩართულები იქნებიან პროექტის ამა თუ იმ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე უნდა განახორციელონ კლვევა, რომლის შედეგადაც მოდიფიცირდება მონაწილე უნივერსიტეტების მისია, ხედვა, სტრატეგიული განვითარების ნიშნულები. ამასთან, შეიქმნება მუდმივმოქმედი, საკონსულტაციო და თანამშრომლობითი ხასიათის ორგანო - რექტორთა კონფერენცია, რომელიც შეიკრიბება პერიოდულად. ასევე, იგეგმება LLL კურსის შექმნა, რომლის გაიდლაინიც ყველა ჩართული უნივერსიტეტისთვის იქნება ხელმისაწვდომი .

პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა, კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება ( საკვლევი/სამუშაო სფერო - რეგიონის მდგრადი განვითარება და მისი სტრატეგიული ნიშნულები, უნივერსიტეტის საქმიანობა, მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, თანამშრომლობა ადგლიბრივ თვითმმართველობასთან, ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის მიდგომები ) და მზაობა, საჭიროებისამებრ ჩაერთოს პროექტის ნებისმიერ ეტაპზე, რაც გულისხმობს პროექტის სატრენინგო, კვლევით, სწავლების და შედეგების გავრცელების პერიოდებს. იქედან გამომდინარე, რომ პროექტის შედეგები პირადპირ აისახება უნივერისტეტის განვითარებაზე, ვეცდებით, რომ სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყოს პირთა ფართო წრე, შესაბამისი მიმართულებით.

სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი შევსებული CV ევროპასის მოდელით.
იხილეთ ლინკზე https://europass.cedefop.europa.eu/documents .
დოკუმენტის მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი


ბოლო სიახლეები