ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ევროპული გამოცდილების გაზიარება

მიმდინარე წლის 25 და  28 დეკემბერს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • „საჯარო სივრცეების განვითარება - პოლონეთის გამოცდილება“,
  •  „ტექნოლოგია და პედაგოგიკა - ესტონეთის გამოცდილება“

აღნიშნულ ტრენინგებს  უძღვებოდნენ  ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე და მოწვეული ლექტორები - გიორგი ჭუმბურიძე და დავით შამაევი.

 ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „ERASMUS+“-ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) სპეციალური მობილობის ფარგლებში, პოლონეთში, ქ. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგისა და  ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.


ბოლო სიახლეები