ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

შეხვედრა დასაქმების სააგენტო ეიჩარის წარმომადგენელთან

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების  სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge)  და უკვე საიტების ერთიანი სივრცე  (www.cv.ge , www.doctor.ge , www.course.ge, www.chefs.ge www.career.ge , www.Bankers.ge),  სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის.

7  მაისს 12.00 სთ.   ქუთაისის უნივერსიტეტის  საკონფერენციო დარბაზში მოხდა შეხვედრა  დასაქმების სააგენტო ეიჩარის კორპორატიული ურთიერთობის მენეჯერთან, რომელმაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნო  დასაქმების ფორუმი 2018-ში  მონაწილე ორგანიზაციები და ადგილზე შეასწავლა ონლაინ რეგისტრაცია.

აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

რეგისტრაციისთვის  გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე -  www.hr.ge/jobfairBatumi

დასაქმების ფორუმი 2018 გაიმართება ქალაქ ბათუმში 18 მაისს სასტუმრო Hilton -ში.

მონაწილეებისათვის ტრანსპორტირება უფასოა. მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ აუდიტორია #302


ბოლო სიახლეები