ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

უნივერსიტეტის მართვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის გახსნა.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუს   530181-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-SMGR  პროექტის დაფინანსებით ქუთაისის უნივერსიტეტში გაიხსნა უნივერსიტეტის მართვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, უცხოელ სტუმრებთან ერთად ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ქალაქ  ქუთაისის მერი  შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე.

პროექტის - უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე (ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) -  INURE ‘’ მიზანია უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვისა და საქართველოს უნივერსიტეტების მენეჯმენტში კომპლექსური ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის განვითარება და დანერგვა, რაც დამყარებული იქნება პარტნიორი ქვეყნების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და  ევროპულ გამოცდილებაზე.

პროექტის არსებობის 2 წლის მანძილზე შემუშავებულ იქნა  „უნივერსიტეტის მართვის ინფორმაციული სისტემის შექმნის, განვითარებისა და დანერგვის მეთოდოლოგიური  საფუძვლები“  (სამუშაო ვერსია), რომელიც შეიცავს უნივერსიტეტის მენეჯმენტის ძირითად მოთხოვნებს  საინფორმაციო სისტემებისადმი და რომელშიც გაერთიანებულია პროექტში მონაწილე  სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების გამოცდილება. (გერმანია, პოლონეთი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდავეთი  და საქართველო).

შემუშავებული  მეთოდოლოგია ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის მართვის თანამედროვე  ინტეგრირებული სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში  ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. ამ მეთოდოლოგიით სარგებლობა შეეძლებათ განათლების სამინისტროების ხელმძღვანელ პირებსა და პროფილური განყოფილებების სპეციალისტებს. უნივერსიტეტის სხვადასხვა დონის სამსახურების  ხელმძღვანელებსა და IT სამსახურებს.

ასევე წარმოდგენილი მეთოდოლოგია საინტერესო იქნება საგანმანათლებლო სფეროში ავტომატიზირებული სისტემების შექმნითა და დანერგვით დაკავებული  IT სამსახურებისათვის.

 

 

{Gallery dir='news/19-05-2015'}

ბოლო სიახლეები