ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გვირილობა ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში

 

ყვავილებით დახუნძლული კალათებით მორთული ეზო  დილიდანვე სტუმრების მოლოდინში მოფუსფუსე ახალგაზრდებით იყო სავსე; თავზე გვირილის გვირგვინებით დამშვენებული სტუდენტები მეოცე საუკუნის დასაწყისის გიმნაზიელ გოგონებს მოგაგონებდათ...

გვირილობის დღესასწაული ქუთაისის უნივერსიტეტში ქველმოქმედების სიმბოლოს საზეიმო გახსნით დაიწყო, რის შემდეგაც გაიმართა  აუქციონი. გასაყიდად გამოტანილი იყო ქართულ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ნივთები. აუქციონის წამყვანის-ჟურნალისტის დავით ლიკლიკაძის აქტიურობამ, მონდომებამ, ხალისითა და იუმორით სავსე  მოწოდებებმა მართლაც რომ კარგი შედეგი გამოიღო, სტუმრები ენთუზიაზმითა და სიკეთის კეთების სურვილით სავსენი ჩაერთნენ აუქციონში.

პირველი ნივთი ქალაქ ქუთაისის მერმა- ბატონმა შოთა მურღულიამ შეიძინა, რითაც სტიმული და მაგალითი მისცა სხვა სტუმრებსა და საქველმოქმედო აუქციონის მონაწილეებს. გასაყიდად გამოტანილი ნივთები აგრეთვე შეიძინეს პარლამენტის წევრებმა, ქალაქის თვითმმართველობისა და საკრებულოს, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა:  დავით დვალმა, ბექა ყანჩელმა, სოსო გაბრიჩიძემ, შოთა ნიშნიანიძემ, ნიკა ლატარიამ, ვაჟა ჯუღელმა, ელისო ქაროსანიძემ და სხვებმა; აგრეთვე  უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა.

შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს.

ქუთაისის უნივერსიტეტმა ამ მეტად კეთილშობილური საქმით კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქს  ორმაისობის - გვირილობის დღესასწაულის ნამდვილი მიზანი და დანიშნულება.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის აუქციონის ყველა მონაწილეს.

{Gallery dir='news/02-05-2015'}


ბოლო სიახლეები