ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

გილოცავთ!

 

გილოცავთ! გილოცავთ!

ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები. სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ  წელს პირველად საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ერთმა ნაწილმა (უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში) მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი ტურისტების სოციოლოგიურ გამოკვლევას სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების დონის შესწავლის მიზნით. ამასთან ერთად, წელს პირველად სტუდენტების მიერ მომზადებული იქნა  ბიზნეს-გეგმები. მეცნიერ-ხელმძღვანელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილმა კვლევებმა და ბიზნეს-გეგმებმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. თითოეული მათგანი თამამად შეიძლება დანერგილი იქნას  მცირე ბიზნესის სფეროში. უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ პროექტების ავტორების უმეტეს ნაწილს უკვე აქვს საკუთარი საოჯახო ბიზნესი და გარკვეული გამოცდილება, რაც ამჯერად კიდევ უფრო პროფესიონალურ დონეზე იქნა გაანალიზებული და დაგეგმილი.

2014 წლის კუსდამთავრებულებო!  -კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას!   წარმატებები  არ მოგკლებოდეთ  პირად ცხოვრებაში, პროფესიულ  და საზოგადოებრივ  საქმიანობაში!  მადლობა ასეთი სასიამოვნო წუთებისათვის, ასეთი კარგი ფინალისათვის!

გვიგულეთ თქვენს  ერთგულ  კოლეგებად და მეგობრებად!  უფალმა დაგლოცოთ!  მომავალ შეხვედრამდე!