ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,რა, სად, როდის“

 

უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებული ინტერესითა და მონდომებით  თამაშობენ ინტელექტუალურ თამაშებს - ,,რა, სად, როდის“. და ყოველ სეზონს სტუდენტთა ექვსეულებს პროფესორ-მასწავლებელთა გუნდიც უერთდება ხოლმე.

გაზაფხულის სერიის თამაშები წელს ცოტა მოგვიანებით   დასრულდა; გამოვლინდა სეზონის გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშე. ამჯერად გამარჯვება გიორგი ჩიხლაძის ექვსეულმა მოიპოვა. გუნდის წარმატება კი  განაპირობა გუნდის წევრების: გიორგი ჩიხლაძის, ენგული შალამბერიძის, გიორგი ლელაძის, გუგა წულაიას, დავით ყიფიანისა და ოთარ მიქაძის საინტერესო და მიზანმიმართულმა თამაშმა.

უნდა აღინიშნოს  თამაშების ძალიან კარგი ორგანიზებულობა,  შეკითხვების   სტილი და ლოგიკურად გამართულობა, რაც  წამყვანის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის - მამუკა საღრიშვილის უდავო დამსახურება გახლდათ.  სეზონზე მრავლად გაიჟღერა სტუდენტების მიერ მომზადებულმა შეკითხვებმა, რომლებსაც განსაკუთრებული გულმოდგინებით ისინი პროფესორ-მასწავლებელთა გუნდის თამაშისთვის არჩევდნენ.

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და ბროლის ბუს მფლობელად მეოთხე კურსის სტუდენტი, გამარჯვებული გუნდის კაპიტანი - გიორგი ჩიხლაძე დასახელდა.

წარმატებას  ვულოცავთ  გამარჯვებულებს. ჩვენი მოაზროვნეები ამ ზაფხულს შეისვენებენ და შემოდგომაზე ახალი ენერგიითა და ახალი სახეებით განაახლებენ თამაშს.

მომავალ სეზონამდე ახალგაზრდა ინტელექტუალებო!


ბოლო სიახლეები