ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

„ოჩოს ქოხის“ კონცერტი

2010 წლის 28 სექტემბერს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა ჯგუფ „ოჩოს ქოხის“ კონცერტი.

მზიანი, თბილი დღე, ლამაზი სცენა, მსმენელებით დატვირთული ეზო, სასიამოვნო მუსიკა, შეწყობილი ხმები, ახალგაზრდების მხიარული შეძახილები და ემოციები არა მარტო შეკრებილ სტუდენტებს აცოცხლებდა და ახალისებდა, არამედ მთელ უბანს. კონცერტის მოსასმენად უნივერსიტეტის ეზო ყველას ეპატიჟებოდა.

მუსიკოსებმა მრავალფეროვანი და გემოვნებით შერჩეული რეპერტუარი შემოგვთავაზეს. სიყვარული, პატრიოტიზმი, ლირიკა და ვაჟკაცური შემართება ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერებში...

კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების კულტურულ ცხოვრებას.~

{Gallery dir='news/29-09-2010'}

ბოლო სიახლეები