ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა

ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" დაიწყო.

პროექტი 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით ხორციელდება, სადაც მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა:

- ციფრული ეკოსისიტემები და პლატფორმები
- მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტი
- ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის შესაძლებლობების გამოყენება კერძო კომპანიების ფინანსების მართვაში
- ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განხრციელებაში
- რეგიონალური შრომის ბაზრის შესაძლებლობები ციფრულ ეკონომიკაში

ჟან მონეს მოდულის პროექტის "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში, სტუდენტების, აკადემიური წრეებისა და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით.

მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროექტში მონაწილეობენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.