ქუთაისის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ინიცირებით 22-25 ოქტომბერს საქართველოს სხავადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის პედაგოგებს ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგ-კურსი „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტარტეგიები ქეისებით და დილემებით სწავლება“.
ტრენინგზე განხილული იყო სწავლა-სწავლების სფეროში არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა:
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა;
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტარტეგიები - ქეისებით და
დილემებით სწავლება;
ქეისების შედგენის საფხურები და ქეისტექნოლოგიით სწვალების ეტაპები;
დილემების სწვალება - ღირებულებითი განათლება;
ქეისებისა და დილემების პრაქტიკული მაგალითები.
ტრენინგს გაუძღვა გეოგრაფიის დოქტორი, ევროპისა და ქუთაისის უნივერიტეტის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, სდასუს მოწვეული ლექტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი მაია ბლიაძე.
ტრენინგს 42 მასწავლებელი დაესწრო შემდეგი საჯარო სკოლებიდან:
აღსანიშანვია, რომ მსგავსს ტრენინგებს სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი რეგულარულად სთავაზობს საჯარო სკოლის პედაგოგებს სრული დაფინანსებით, მათი პროფესიული განვითარების მიზნით.