ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

7 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ყუბანეიშვილმა, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სამართლის პროგრამის, სასწავლო გეგმის, სამართლის პროგრამის კომიტეტის მუშაობაში სტუდენტთა ჩართულობის შესახებ. ასევე გააცნო სტუდენტთა შეფასების, საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის, სასწავლო და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი საჯარო ლექციის და პანელური დისკუსიის შესახებ.

შეხვედრა სტუდენტების აქტიური ჩართულობით წარიმართა.