ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი "დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტს" სამუშაო ვიზიტით ეწვია

"ქუთაისის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია "დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტში" (რუმინეთი), ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული მობილობით იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში, თამარ პერტაია "დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის" პრეზიდენტს ალექსანდრუ ბოგდან მურგუს, სენატის თავჯდომარეს თეოდორ ბოდოასკასა და  ერაზმუს+ ინსტიტუციონალურ კოორდინატორს მიჰაი ვოდას შეხვდა.

უნივერსიტეტებს შორის განხილულ იქნა მედიცინის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე დაიგეგმა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე ინტერნაციონალიზაციის ერთობლივი ექსტრაკურიკულარული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ თამარ პერტაია შეხვდა პარტნიორი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხელმძღვანელს და დაათვალიერა საუნივერსიტეტო კლინიკა.

"დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა 2023 წელს, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ეწვიონ „ქუთაისის უნივერსიტეტს“.


ბოლო სიახლეები