ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტს" და "პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

"ქუთაისის უნივერსიტეტს" და "პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას" (ბულგარეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+  კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.


"პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა" "ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" ბულგარეთში რიგით მესამე პარტნიორია.


ბოლო სიახლეები