ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირებას და დასაქმებას სთავაზობს

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სტაჟირებას და დასაქმებას სთავაზობს

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებასა და დასაქმებას სთავაზობენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში როგორც ანაზღაურებადი, ასევე არაანაზღაურებდი სტაჟირების გავლაა შესაძლებელი. 

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირება უფასოა, ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს კი შეუძლიათ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში ჩაერთონ. 

ამ შეთავაზების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. 

საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. ხაზი გაესვა ფაქტს, რომ აღნიშნული სტაჟირება დასაქმების რეალური შესაძლებლობაა. 
კონკურსში მონაწილეობა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ. 

შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნული სამსახური სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით მსგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატიურად აორგანიზებს.


ბოლო სიახლეები