ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტს ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებიც საერთაშორისო პროექტებით და პროგრამებით არიან დაინტერესებული. 

უნივერსიტეტის რექტორმა, ხარისხისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურების წარმომადგენლებმა, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტში არსებული სამედიცინო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

სტუმრებმა უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიებიც დაათვალიერეს, რომლებმაც მათი მოწონება დაიმსახურა. 

მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

"ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლები ჩვენი უნივერსიტეტით მოიხიბლნენ და ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის იმედით დავცილდით. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს სტუდენტებში პოპულარიზებას გაუწევენ, რადგან ქუთაისის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამას მხოლოდ სამედიცინო ფაკულტეტი ახორციელებს. მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია. 

ქუთაისის უნივერსიტეტში 60 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის და პაკისტანის მოქალაქეები.


ბოლო სიახლეები