ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

უკრაინელმა პროფესორებმა ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციები ჩაატარეს

უკრაინელმა პროფესორებმა ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციები ჩაატარეს

უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა 21, 22 და 24 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციები გამართეს.

უკრაინელმა პროფესორებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ანტიმიკრობული ფოტოდინამიკური თერაპია, როგორც გენერალიზებული პერიოდონტიტის არაინვაზიური მკურნალობის არჩევანი პოსტ-კოვიდურ პერიოდში: კლინიკური კვლევა; თანამედროვე ტექნოლოგიები ყბა-სახის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, ბიოინჟინერიული მიდგომა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით (GBT) მკურნალობა პაციენტებში, იმპლანტებზე დამაგრებული პროთეზებით.

ლექციების სერიას ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ათეულობით სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დაესწრო.

ლექციათა სერიის დასრულების შემდეგ ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, მონაწილეებს კი დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.


ბოლო სიახლეები