ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა - “რუსეთის აგრესიული ბუნების სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა - “რუსეთის აგრესიული ბუნების სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ბადრი შელიასთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის თემა “რუსეთის აგრესიული ბუნების სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი” იყო.

 

ღონისძიებაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა: ომის გამომწვევი მიზეზები, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია, რუსეთის სამხედრო ტაქტიკა უკრაინაში, უკრაინის თავდაცვითი ტაქტიკა, თანამედროვე ომის თავისებურები, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება საქართველოში.

 

შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ბოლო სიახლეები