ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ლექცია თემაზე “მონეტარული პოლიტიკა” გაიმართება

ქუთაისის უნივერსიტეტში ლექცია თემაზე “მონეტარული პოლიტიკა” გაიმართება

9 დეკემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტში ლექცია “მონეტარული პოლიტიკა” გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის  მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი თამთა სოფრომაძე გაუძღვება.

შეხვედრა ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ეროვნული ბანკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ლექციის ფარგლებში მომხსენებელი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს.

მსგავსი შეხვედრები სტუდენტთა პროფესიული და კვლევით უნარების განვითარების მიზნით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით პერიოდულად ტარდება.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში და მასზე დასწრების მსურველები უნდა ეწვიონ ბმულს: https://meet.google.com/qxu-ymfh-afo 

დასწრება თავისუფალია.


ბოლო სიახლეები