ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

გამოცხადდა საერთაშორისო ადმინისტრაციული / აკადემიური მობილობა რუმინეთისა და ესტონეთის მიმართულებით

გამოცხადდა საერთაშორისო ადმინისტრაციული / აკადემიური მობილობა რუმინეთისა და ესტონეთის მიმართულებით

ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (ესტონეთი) და დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტში (რუმინეთი).

 

მასპინძელი უნივერსიტეტი / სამიზნე აუდიტორია / ადგილების რაოდენობა: 

 

  • ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი  (ეკონომიკის, სამართალის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი) -  კვოტა

 

  • დიმიტრი კანტემირის ტარგუ მარეს უნივერსიტეტი, რუმინეთი  (ეკონომიკის, სამართალის, ტურიზმის, ფინანსებისა და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალი) -  კვოტა

 

მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 ნებისმიერი დღე გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით)

სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული

კვოტა: 4 (2-2)

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

 

 

ადმინისტრაციული მობილობისთვის:

 

1.  ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/QKFXGYF

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 18:00 საათი.

 

2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ორშაბათი, 12 დეკემბერი, 12:00 სთ)

 

 3.  ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 12:00 სთ)

 

 

აკადემიური მობილობისთვის:

 

1.  ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/2H8YXQ9

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 18:00 საათი.

 

2გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე C1 (ორშაბათი, 12 დეკემბერი, 12:00 სთ)

 

3.  ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექციის ჩატარება (პარასკევი, 16 დეკემბერი, 12:00 სთ)


 

ორშაბათს, 19 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 4  გამარჯვებულ ადმინისტრაციულ / აკადემიურ პერსონალს. 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ / აკადემიურ თანამშრომლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე:  [email protected]


ბოლო სიახლეები