ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"კრედო ბანკის" წარმომადგენლებმა "საბანკო საქმის" სასწავლო კურსის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, "საბანკო საქმის" სასწავლო კურსის ფარგლებში, "თიბისი" ბანკის წარმომადგენლების სტუმრობის შემდეგ, "კრედო ბანკის" ქუთაისის სერვის ცენტრის  მმართველი დავით გოცირიძე და საცალო და ციფრული პროდუქტების რეგიონული მენეჯერი ხატია სულაბერიძე შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული ნაწილით გაჯერებას და რეალური შემთხვევების განხილვას.

ანალოგიური პრაქტიკულ-შემეცნებითი შეხვედრები  სტუდენტებისთვის თეორიული მასალის დამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების მყარი საფუძველია.

"საბანკო საქმის" სასწავლო კურსის ფარგლებში,  წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუდენტებთან შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.


ბოლო სიახლეები