ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კვლევის ანგარიში -„კორპორაციული ანგარიშების სისტემა საქართველოში“

კვლევის ანგარიში -„კორპორაციული ანგარიშების სისტემა საქართველოში“

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა კლდიაშვილმა უნივერსიტეტის აუდიტორიისთვის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევის ანგარიში - "კორპორაციული ანგარიშების სისტემა საქართველოში - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების შეფასება“ წარადგინა.

კვლევა მომზადდა პროექტის ფარგლებში - "ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისთვის“, რომლის მიზანიც არის ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის ადვოკატირება ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

  • სამეცნიერო კვლევის ანგარიშის საჯარო პრეზენტაცია ხელს უწყობს:
  • სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესებას
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარებას
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა კლდიაშვილმა, კვლევის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ კორპორაციული ანგარიშგების სისტემის განვითარება ქვეყანაში გააძლიერებს ბიზნესის განვითარებას, ახალი ბიზნესების შექმნის, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის და დასაქმების მაჩვენებლების სტატისტიკას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ მეტი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობას ნიშნავს.


ბოლო სიახლეები