ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შემეცნებითი შეხვედრების კვირეული  -  ვინ არის ნოტარიუსი?

შემეცნებითი შეხვედრების კვირეული - ვინ არის ნოტარიუსი?

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოტარიუსს ეთერ გზირიშვილს შეხვდენენ.

პროფესია ნოტარიუსის ფარგლებში, ეთერ გზირიშვილმა სტუდენტებისთვის სტაჟირების კონკურსისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ისაუბრა. სპიკერმა დაინტერესებულ სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება პროფესიაში არსებული გამოწვევებისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით.

შეხვედრის დროს, ყურადღება გამახვილდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, სამემკვიდრეო საქმეებსა და ქონებრივ დავებზე.

საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია აუდიტორიასთან ინტერაქციით გაგრძელდა.

შემეცნებითი შეხვედრების კვირეული, რომელიც ორგანიზებულია ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მიერ ხვალ, 4 ნოემბერს დასრულდება.


ბოლო სიახლეები