ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ საერთაშორისო ბაზაში

ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ საერთაშორისო ბაზაში

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ ჟურნალების ინდექსირების ახალ საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში Directory of Research Journals Indexing (DRJI) დარეგისტრირდა.

DRJI არის ვებ რესურსების მოძიების უფასო ონლაინ სერვისი. იგი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ლიტერატურაზე წვდომას და ხელს უწყობს ინფორმაციის გამოყენებას სწავლის, სწავლების, საგანმანათლებლო გადაწყვეტილების მიღებისა და კვლევის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ბაზის წევრობა ჟურნალ „ეკონომიკურ პროფილ“-ს საშუალებას აძლევს:

  • აისახოს მნიშვნელოვან ბიბლიოთეკებში
  • განხორციელდეს მისი ინდექსების სტანდარტების მხარდაჭერა ინდექსატორების, რედაქტორებისა და ავტორებისთვის
  • მოხდეს პრეზენტაცია საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე

ეკონომიკური პროფილი“ საქართველოში გამოცემული 21-ე ჟურნალია, რომელიც DRJI-ის წევრი გახდა.


ბოლო სიახლეები