ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რაც იურისტ სტუდენტებს შორის საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერებასა და მათ პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.

ორგანიზაცია, რომელიც უკვე ოთხი ათეული წელია, ევროპული იურიდიული საზოგადოების ნაწილია, მსოფლიოს 300-მდე ავტორიტეტულ უნივერსიტეტს და სასწავლებელს აერთიანებს.

საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებაში ELSA-ს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა სოფიო ყუბანეიშვილმა, რომელმაც სტუდენტებთან ELSA-ს წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პირველკურსელებს საკუთარი შთაბეჭდილებები ELSA-ს ალუმნებმა - თამარ ამაღლობელმა და ჭაბუკი ჭეიშვილმაც გაუზიარეს.

ქუთაისის უნივერსიტეტმა სამართლის პროგრამის აკრედიტაცია 2022 წელს მოიპოვა


ბოლო სიახლეები