ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ჩინური ენის კურსები

ჩინური ენის კურსები

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი აცხადებს მსმენელთა მიღებას ჩინური ენის კურსზე, რომელიც დაიწყება ქუთაისის უნივერსიტეტში 3 ოქტომბრიდან. (მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ონლაინ ლინკზე). 

ჩინური ენის შესწავლის სტანდარტული კურსი (HSK I) + პრაქტიკული სწავლება (ჩინური კულტურის და ტრადიციები შესწავლა) 

სამიზნე ჯგუფი:
ეს კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი შეისწავლონ ჩინური ენა და შეუძლიათ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მინიმუმ B1 დონეზე.  

სასწავლო მიზნები:
ამ კურსის მეშვეობით თქვენ შეიძენთ ჩინურ ენის ცოდნას (ფონეტიკა, ლექსიკა, გრამატიკა) საბაზისო დონეზე და შეისწავლით მარტივ ყოველდღიურ საკომუნიკაცო ენას. 

სწავლების მეთოდები:
თეორიული სწავლება (+ მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა); სხვადასხვა საკლასო აქტივობები; ჯგუფური ინტერაქციები; ინტენსიური ლექციები და პრაქტიკა.

სასწავლო მასალა:
სახელმძღვანელო-(HSK სტანდარტული კურსი I)

შეფასების ფორმები: 
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ საფინალო გამოცდა (როგორც ზეპირი,  ასევე, წერილობითი ფორმით), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი. 

სწავლების ხანგძლივობა:
60 სასწავლო საათი (45 წთ/გაკვეთილი, 4 სასწავლო საათი კვირაში, 15 კვირა)

სწავლების დაწყების დრო და პერიოდი:
19:00 სთ - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი
  
სწავლების ადგილი:
შპს ქუთაისის უნივერსიტეტი წერეთელის ქ №13

დამატებითი აქტივობები:

ჩინური ენის შემსაწვლელი კურსი მოიცავს ასევე ჩინური კულტურის შესახებ ლექციებს და სხვადასხვა აქტივობებში  მონაწილეობის მიღებას (პრაქტიკული სწავლება).

პრაქტიკული სწავლების სამიზნე ჯგუფი: 
HSK I-ის მოსწავლეები და სხვა, ვინც დაინტერესებულია ჩინური კულტურით. 

სასწავლო მიზნები: 
ჩინური კულტურის გაცნობა;

სწავლების მეთოდები: 
ლექციები + კულტურული აქტივობები

პრაქტიკული სწავლების შინაარსი:
(1) ჩინეთის შესახებ მოკლე შესავალი 
(2) ჩინური ზოდიაქოს კულტურის მოკლე შესავალი
2. კულტურული გამოცდილება 1 საათი
(1) ჩაის კულტურის ხელოვნება - 2 საათი
(2) ჩინური კალიგრაფიის ხელოვნება - 2 საათი
(3) ჩინური ქაღალდის ჭრის ხელოვნება - 2 საათი

სწავლების პერიოდი:
8 სასწავლო საათი (2 სასწავლო საათი/თვეში)

სასწავლო მასალა: 
სახელმძღვანელო - (ჩინური კულტურა -ინგლისურ ენაზე)

სწავლის საფასური:
კურსის ღირებულება (68 გაკვეთილი) 400 ლარი. 

სარეგისტარციო ლინკი:
https://forms.gle/ngvFejcU9KdJeWEV7

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 
გიორგი დათუაშვილი 
ელ.ფოსტა: [email protected]  მობ: 557350300;
 

 

 


ბოლო სიახლეები