ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:
საბაკალავრო პროგრამები:
ბიზნესის ადმინისტრირება- 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, VII, სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
ეკონომიკა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, VII, სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
ტურიზმი -15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V, VII, სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
სამართალი 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
სამაგიტრო პროგრამები:
ფინანსები - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი- 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III სემეტრზე. სწავლის საფასური 2250 ლარი
სადოქტორო პროგრამა:
ეკონომიკა - 4 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, III, V სემეტრზე. სწავლის საფასური 2500 ლარი
შპს ქუთაისის უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1.1 მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
ა) დოკუმენტების მიღება 2022 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით;
ბ) სტუდენტთა კრედიტების აღიარება 2022 წლის 15 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით;
გ) სტუდენტთა ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება 2022 წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით;
დ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს: 2022 წლის 21 სექტემბრიდან - 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:
ა) განცხადება
ბ) პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში),მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოქტორანტებისთვის).
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);
თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების ასლი;
3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.
აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.
4. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში),
გ) სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ" ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).
დ) 1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.
მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელ: (0431) 23 79 79; (+995) 514 704 407 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]