ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია,  საერთაშორისო და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

პროგრამის ფარგლებში:

  • გაეცნობით ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს
  • გამოგიმუშავდებათ დინამიურ ეკონომიკურ გარემოში,  პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები
  • ისწავლით ისეთ სასწავლო კურსებს, როგორიცაა: თამაშის თეორია, ქცევითი ეკონომიკა, ინსტიტუციური ეკონომიკა და სხვ.
  • შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით 
  • ჩაერთვებით სხვადასხვა კონფერენციებში, ვორქშოფებში და დაესწრებით საჯარო ლექციებს, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება სახელმწიფო ორგანიზაციებში, სამრეწველო და სხვა პროფილის კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში.

 

განათლების საფეხური:

                                  ბაკალავრიატი

სწავლების ენა:

                                  ქართული ენა

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:

                                  აკადემიური

დეტალური სფეროს დასახელება და კოდი:

                                 0311 ეკონომიკა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

    ეკონომიკის ბაკალავრი / Bachelor of Economics

სწავლის ხანგრძლივობა:

                                4 წელი (8 სემესტრი)

საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა:

                               240 (ECTS) კრედიტი

პროგრამის ხელმძღვანელი:

    ასისტენტ-პროფესორი აკაკი მოსახლიშვილი

 

Email: [email protected]

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის კურიკულუმი
ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები
სტიპენდიები


ბოლო სიახლეები