ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტმა სიმღერის, კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

ქუთაისის უნივერსიტეტმა სიმღერის, კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

ქუთაისის უნივერსიტეტმა ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სიმღერის, კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

უნივერსიტეტს გამარჯვება მოუტანა სტაჟიორების - მაიკო გოგრიჭიანისა და ანანო ჯანელიძის ჩინურად შესრულებულმა სიმღერამ “უთხარი გამარჯობა ხვალინდელ დღეს“. სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეო რგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე  ფერწერის კონკურსში საპატიო პრიზი გადაეცა ნია გვეტაძეს, შესრულებული ნამუშევრისთვის "მეგობრობა".

ქუთაისის უნივერსიტეტის მონაწილეობა კონკურსში, უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასის მიერ იქნა ორგანიზებული. გამარჯვებულები სწორედ კონფუცის სკოლის მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ დააჯილდოვეს.

ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასში ჩინური ენის სწავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ცენტრი გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან, რათა განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და განვითარებას.


ბოლო სიახლეები