ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა მეთვრამეტე  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა მეთვრამეტე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში  სტუდენტთა მეთვრამეტე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც  შერეული  ფორმატით ჩატარდა, როგორც კონტაქტურად, ისე დისტანციურად.  მასში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და მედიცინის ფაკულტეტები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ გახსნა, რომელმაც  სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს  აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს ასევე მიმართეს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდეობის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ.

კონფერენციაში აქტიურად იყვნენ  ჩართული ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტები.

სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სექციაში წარმოდგენილი იქნა 11 მოხსენება, მედიცინის სექციაში კი 10.

თემატიკა მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა - მეწარმეობა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და აღრიცხვა, ეკონომიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა, კლინიკური  და  საბაზისო  მედიცინა.

გახსნითი ნაწილის შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა.

წელს მედიცინის ფაკულტეტი სამეცნიერო კონფერენციაში  პირველად ჩაერთო. სექციური მუშაობა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. სტუდენტების საკონფერენციო კვლევები და პრეზენტაციები  მედიცინის დარგისთვის აქტუალურ თემებს ეხებოდა: "ჭარბწონიანობა", "დაუნის სინდრომი"  "გულის უკმარისობა" და სხ. ნაშრომები დაიბეჭდა შრომათა კრებულში. ასევე, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაიგეგმა და ჩატარდა ორი "ვორქშოპი“.

კონფერენციის დასასრულს კომპეტენტური კომისიის მიერ შერჩეული იქნა საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც  ქუთაისის უნივერსიტეტის ჟურნალ "ეკონომიკურ პროფილში“  გამოქვეყნდება. ასევე, მონაწილე სტუდენტების თეზისებისგან, მომზადდა ბეჭდური და ელექტრონული ბროშურა.

ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს  სერტიფიკატი გადაეცა.
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება.

სტუდენტთა მე-18 სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული

 

 

 

 

 


ბოლო სიახლეები