ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი  - “მედიაცია ბიზნესისთვის“ ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი - “მედიაცია ბიზნესისთვის“ ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში, პროექტ RURD-ის უწყვეტი განათლების კურსების (LLL Courses)  ფარგლებში, პირველი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა -  მედიაციის ისტორია საქართველოში; მედიაციის პრინციპები;  მედიაციის სახეები; მედიაციის უპირატესობები და მედიატორის დანიშვნის წესი;  მედიაცია და დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებანი.

სპიკერი -  ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, მოწვეული ლექტორი სოფიო ყუბანეიშვილი.

ტრენინგში ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა  მიიღეს მონაწილეობა. მსურველებს ასევე საშუალება ჰქონდათ, შეხვედრას ონლაინ რეჟიმშიც დასწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მედიაციის წარმართვის ტექნიკებსა და სტრატეგიებზე დისკუსია გაიმართა.

პროექტის RURD-ის მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.


ბოლო სიახლეები