ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში დოქტორანტ გოჩა უგულავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში დოქტორანტ გოჩა უგულავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გოჩა უგულავას სადისერტაციო ნაშრომის - "ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის პრობლემები და მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოში", საჯარო დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე.

რეცეზენტები:

  • მალხაზ ჩიქობავა- ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • გურამ უფლისაშვილი- ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

  • იოსებ არჩვაძე- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ეკატერინა ბაბუნაშვილი-ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მირზა ხიდაშელი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი ღავთაძე - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გივი ბედიანაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი;
  • რევაზ გველესიანი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • რევაზ მანველიძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;


დაცვაზე დოქტორანტმა ნაშრომის პრეზენტაცია გამართა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. მათ შეაფასეს ნაშრომი და თემის ირგვლივ სამეცნიერო დისკუსია გამართეს.

დაცვის კომისიის შეფასებით, გოჩა უგულავამ ნაშრომი წარმატებით დაიცვა.

 


ბოლო სიახლეები