ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში (UniTBv)  E-PSY-ის (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში)  პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი განხორციელდა. 

ვიზიტში ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრულველყოფის სამსახურის უფროსმა თათია ხარაბაძემ და ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, ფსიქოლოგმა ბაია კუბლაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. 

სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო UniTBv მიერ გამოცდილების გაზიარება, შეხვედრების დროს განხილული იქნა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების როლის მნიშვნელობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სტუდენტთა გამოკითხვების შედეგად იდენტიფიცირებული ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისების შესახებ პრაქტიკების განხილვა/გაზიარება. 

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია პროექტის ვებ-გვერდზე  http://epsy.ge/ka


ბოლო სიახლეები