ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, გამოცხადდა შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, გამოცხადდა შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შპს ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს, კონკურში მონაწილეობისთვის განისაზღვრა შემდეგი პირობები:

1. საკონკურსო კვლევითი პროექტის თემატიკა:  „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები უსაფრთხოების მაღალი რისკის პირობებში“.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს და არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს, რომელიც სხვა უნივერსიტეტთან არ არის აფილირებული. არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს კონკურსში განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თანახმაა პროექტი განახორციელოს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სახელით.

3. საკონკურსო დოკუმენტაცია;

საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ელექტრონულად, მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში კონკურსანტს განესაზღვრება ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ოდენობით, დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.

საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევის დაფინანსების წესით განსაზღვრულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა. განაცხადის ფორმა (დანართი № 1);

ბ. საპროექტო განაცხადი  უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი № 2);

გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია  (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართელოს კანონმდლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე. კვლევით პროექტში უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართულობის შემთხვევაში,  სტუდენტის ცნობა;

 ვ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი №3);

ზ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში);

თ. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე.

4. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები, საგრანტო პროექტის განაცხადი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის კვლევის დაფინანსების წესში, ბმულზე: კვლევის დაფინანსების წესი

5. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

6. შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში, საკონკურსო დოკუმენტაცია  მიიღება  2022 წლის 15 აპრილიდან - 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით.

7. შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი და სრული დოკუმენტაცია  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]


ბოლო სიახლეები