ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო პროგრამა ლიეტუვაში

საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო პროგრამა ლიეტუვაში

ქუთაისის უნივერსიტეტში 2022/23 წლის საერთაშორისო მობილობის სასტიპენდიო პროგრამაზე ლიეტუვაში მიღება ცხადდება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ქუთაისის უნივერსიტეტის, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ისე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღება ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მეშვეობით ხორციელდება.

  • მასპინძელი უნივერისტეტიქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები ლიეტუვადან;
  • ხანგრძლივობა: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი);
  • სტიპენდია: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის - 420 ევრო, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 840 ევრო;
  • დაინტერესებულმა სტუდენტებმა, 2022 წლის 4 აპრილის 12:00 საათამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/S57J769hzqzJhisP7

რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობის პირობებს სრულად დააკმაყოფილებენ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისგან დამატებით ინფორმაციას კონკურსის პირობებთან დაკავშირებით მიიღებენ.

შენიშვნა: 30 მარტს, 12:00-ზე საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული: https://meet.google.com/kix-tbyb-hcx

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: [email protected]

 

 


ბოლო სიახლეები