ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) ფარგლებში, მიმდინარე წლის 18-20 ოქტომბერს,  მონაწილე უნივერსიტეტების შეხვედრა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლება პროექტის პირველი ეტაპის აქტივობები, შესაბამისი ანგარიშები, უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებები და სამომავლო აქტივობების გეგმა წარადგინეს.

პროექტის ფარგლებში, რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მახარაშვილი, ესწრებოდა.  შეხვედრაზრ, რექტორებმა რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსებისა და უწყვეტი განათლების საკითხი განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის, რომელშიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და ევროპელი პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან არიან ჩართულები, მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება და უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.


ბოლო სიახლეები