ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

ქუთაისის უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

ქუთაისის უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის - “ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)” ფარგლებში, 13 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას პროექტის მკვლევარი ფსიქოლოგები გაუძღვებიან და მას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრება. 

შეხვედრაზე ხელმძღვანელები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ, მოხდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის და ვიდეორგოლის ჩვენება, სტუდენტებსა და პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართება დისკუსია და ფსიქიკური/ფსიქოლოგიური პრობლემების განხილვა.

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირების (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების განვითარება, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.