ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და  ქუთაისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, მერია ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის განხორციელებას ისეთი საგანამანათლებლო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმისა და  ფინანსების საბაკალავრო პროგრამები და საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამები.

ხელშეკრულების მიზანია სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩასატარებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტს "რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“, რომელიც რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზანს.


ბოლო სიახლეები