ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“

    17 ივლისს ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის, ასევე, ქუთაისის უნივერსიტეტისა და დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) თანაორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“ დისტანციურად ჩატარდა. 

    კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ორმოცამდე მონაწილე საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან, თურქმენეთიდან, ინდოეთიდან და კანადიდან.

    ქუთაისის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები - გოჩა თუთბერიძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, იოსებ არჩვაძე, მირზა ხიდაშელი, ასოცირებული პროფესორები - ციცინო ძოწენიძე, ნანა ლუხუტაშვილი და თეა ვალიშვილი, დოქტორანტი გოჩა უგულავა.


ბოლო სიახლეები