ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ონლაინ ვებინარი გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ონლაინ ვებინარი გაიმართა

    ქუთაისის უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტისა და ცენტრალური უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ონლაინ ვებინარი "მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები მდგრადი განვითარებისა და კოვიდ 19-თან გამკლავების გზაზე"  გაიმართა.

    საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უკრაინელი პროფესორები. 

    ქუთაისის უნივერსიტეტიდან სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი ციცინო ძოწენიძე და ასისტენტ პროფესორი ალექსანდრე ვაჭარაძე. მათი მოხსენების თემა ეხებოდა ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების საპირისპიროდ და ასევე განსხვავებებს ევროპისა და ჩინეთის ეკონომიკებს შორის ინდუსტრიალიზაციის თუ პოსტინდუსტრიალიზაციის პერიოდში.

    კონფერენციის შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


ბოლო სიახლეები