ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისი უნივერსიტეტის ორგანიზებით ორბეთის და მუხურას საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ქუთაისი უნივერსიტეტის ორგანიზებით ორბეთის და მუხურას საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა

    ქუთაისი უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით თეთრიწყაროს სოფელ ორბეთის და ტყიბულის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა. 

    აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას იჩენს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მიმართულებით.

    აღნიშნულის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის დაფინანსებით, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით, საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ ტრენინგი განხორციელდა. 

    ტრენინგს, რომელსაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილი უძღვებოდა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა შეფასება, კომპლექსური დავალება და სოლო ტაქსონომია. 

    ტრენინგებზე დამსწრე 20 პედაგოგს ელექტრონული ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა


ბოლო სიახლეები