ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ კიდევ ერთ აღიარებულ ბაზაში

ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ კიდევ ერთ აღიარებულ ბაზაში

   ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“  ResearchBib  და ICI World Journals შემდეგ,   Crossref-ის (https://www.crossref.org, აშშ) წევრიც გახდა, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციაა.  ამით საუნივერსიტეტო გამოცემებს საშუალება ეძლევა, ცალკეულ სამეცნიერო სტატიებს, წიგნებს, დისერტაციებს მიენიჭოთ უნიკალური კოდი - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI - Digital Object Identifier), რაც უზრუნველყოფს წყაროს მაღალი სიზუსტით ამოცნობას, გამოქვეყნებული მასალების შენახვის საიმედობას, გააიოლებს სამეცნიერო პუბლიკაციის ციტირების, ძებნის და ლოკალიზაციის პროცედურებს. 

    Crossref-ის წევრობით გამარტივდება კვლევების ციტირება, ძიება, შეფასება და შედეგების განმეორებით გამოყენება, გაიზრდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ცნობადობა და  საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობა.



ბოლო სიახლეები