ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021

სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021

’’სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021“  ქუთაისის უნივერსიტეტში  ფუნქციონირებას იწყებს.

UNIK ქუთაისის უნივერსიტეტი, უკვე წლებია  პარტნიორობს „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან“ SELA , რომლის მიზანია  სამოქალაქო ცნობიერების და ჩართულობის დონის ამაღლება აქტიური, განათლებული მოქალაქეების განვითარების და მხარდაჭერის გზით. 

სამოქალაქო ჩართულობის სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია იმ პროექტებს შორის, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენის საუკეთესო საშუალებას აძლევს და არა მარტო თვითრეალიზების მიზნითაა ეფექტური, არამედ ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გაჯანსაღების და სრულყოფის მუდმივი მცდელობით. ის იძლევა სტუდენტებისთვის სამოქალაქო ღირებულებების ცოდნას, თვითმმართველობასთან ურთიერთობის გამოცდილებას და რეალური პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო პრაქტიკას. 

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021’’ ფარგლებში მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ ტრენინგებს პოლიტიკური სისტემის, ადამიანის უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაში მოქალაქეების ინდივიდუალური ჩართულობის თემებზე. 

ტრენინგების დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები განახორციელებენ სამოქმედო პროექტებს, რომლის ფარგლებში იმუშავებენ ადგილობრივ თემში არსებულ პრობლემებზე და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს. მონაწილეებს დაუფინანსდებათ ახალაგაზრდული პროექტით გათვალისწინებული ხარჯები. გრანტის მოცულობა დამოკიდებული იქნება მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და საჭიროებებზე.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) ეგიდით, რომელსაც იმერეთის რეგიონში კოორდინაციას უწევს UNIK ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი თინათინ მეფარიშვილი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი, 2021 წელი.



ბოლო სიახლეები