ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, ვადები და პროცედურები

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, ვადები და პროცედურები

ქუთაისის უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

 ) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

 ) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში მიმართულების მიხედვით;

) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam Vantage, TOEIC, TOEFL, Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam).

 

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთები მიიღება სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. პირველსემესტრელთათვის ადმინისტრაციული რეგისტრაცი მიმდინარეობს 1-ელ ოქტომბერს, აკადემიური რეგისტრაცია კი 1-2 ოქტომბერს.

შდა გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:

) უცხო ენის გამოცდა  -  15 სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;

სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 17-18 სექტემბერი;

აპელაციის შედეგების გამოცხადება - 22 სექტემბერი.

ბ) გამოცდა სპეციალობაში მიმართულების მიხედვით (საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები) - 23 სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება - 24 სექტემბერი;

სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 24-25 სექტემბერი;

აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 28 სექტემბერი

გ) საბოლოო შედეგების გამოცხადება  - 29  სექტემბერი;

დ) რანჟირების დოკუმენტის დამტკიცება- 29 სექტემბერი. რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი პირია სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი თამარ ხაჩიძე;

ე) ხელშეკრულების გაფორმება - 30 სექტემბერი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: 

) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებუცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.

)ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;

ე) სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.


ბოლო სიახლეები