ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს

ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს "ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ

ქუთაისის უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევის შედეგად "ბრიუსელის კვირეული 2020"-ზე ვირტუალურად დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ.

აღნიშნული კვირეული ონლაინ  2-6 ნოემბერს გაიმართება და მას დაესწრება  50-ზე მეტი მონაწილე, ლატვიის, შვეიცარიის, გერმანიის, ბელგიისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან (ევროპის უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი);

ბრიუსელის ევროპული კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ვირტუალური ვიზიტები ევროკავშირის შემდეგ ძირითად ინსტიტუტებში: ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), ევროპული კომისია (European Commission), ევროპული პარლამენტი (European Parliament), ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union), ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC), ევროპის რეგიონთა კომიტეტი (CoR).

დამატებით, შეხვედრები გაიმართება შვეიცარიისა და გერმანიის სამეკავშირეო ოფისებთან ევროკავშირში (Swiss Core EU და Association of German Counties in EU).

ბრიუსელის კვირეულში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობას, გაესაუბრონ ევროპელ მაღალჩინოსნებს, ჩაერთონ დისკუსიაში მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების წარმომადგენლებთან, მოუსმინონ ევროკავშირის წარმომადგენლებისა და ეკონომიკის ექსპერტების ბრიფინგებს ევროკავშირის ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე, ეზიარონ ევროპულ ღირებულებებს, გაიჩინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.



ბოლო სიახლეები