ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ონლაინ რჩევები - ყველაფერი პროფესიის არჩევის შესახებ

ონლაინ რჩევები - ყველაფერი პროფესიის არჩევის შესახებ

ეპიდემიის მიუხედავად, ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მხადასაჭერ აქციას "შენ გადაწყვიტე" აგრძელებს. ვთვლით, რომ ახლა, როცა ირგვლივ ასეთი დაძაბული გარემოა და სტრესიც, შიშთან ერთად იმატებს, აბიტურიენტებს ჩვენი დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ.

ეპიდემიის ფონზე, ჩვენი კამპანია მცირედით შეიცვალა, მაგრამ მთავარი მიზნისთვის არ გადაგვიხვევია. ის გავამდიდრეთ დღეისათვის აქტუალური საკითხებით (სტრესთან ბრძოლა, შიშის დაძლევა...)

 როგორც იცით, ქუთაისის უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ფსიქოთერაპიის სახლთან "კამარა", რომლის თერაპევტი მერი გელაშვილი facebook live-ებს შემოგთავაზებთ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს პროფესიის არჩევასთან და აბიტურიენტობასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. ასევე, ის შეეცდება გაგიმარტივოთ იზოლაციაში ყოფნა და ისაუბრებს სტრესის მართვაზე.

 თემა: როგორ გავუმკლავდეთ სტრესს იზოლაციის პირობებში და როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც თქვენც გელოდებით: https://bit.ly/33ToykP

 დეტალები კამპანიის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/39bm9Da

#შენგადაწყვიტე
#დარჩისახლში
#unik #unikonline


ბოლო სიახლეები