ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

Coding workshop ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად

Coding workshop ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად

ქუთაისის უნივერსიტეტმა და ავსტრიულმა ორგანიზაციამ „ინტერდისციპლინარული პროექტების პლატფორმა - PIP”-მა X-XII კლასის მოსწავლეთათვის 3-დღიანი ვორქშოფი ჩაატარა. Coding workshop 2 ნაწილს მოიცავდა:

ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა  _ 22-23 თებერვალი ;

12-საათიანი ჰაკათონი _ 24 თებერვლი

პროექტს ავსტრიელი მოწვეული ექსპერტები გაუძღვნენ , რომლებმაც მონაწილეებს ჰარვარდის კოდინგის სასწავლო პროგრამები გააცნეს.

პირველ დღეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მოსწავლეებს პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხები გააცნეს. მეორე დღე ჰარვარდის უნივერსიტეტის CS50 ლექციების განხილვასა და სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ ლაბორატორიაში მის პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო. მონაწილეები მთლიანად გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, გაიარეს პროგრამირების ენის "პითონის" საწყისები , პროგრამა "სქრეჩინგის" გამოყენებით ისწავლეს  სკრიპტების წერა და ინდი-თამაშების შექმნა. 

ვორქშოფის ბოლო დღე ჰაკათონს დაეთმო. მოსწავლეებს წინა დღეებში ნასწავლი თეორიული ცოდნის გამოყენებით კომპიუტერული პროგრამის შექმნა დაევალათ.




ბოლო სიახლეები