ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

რეგიონალური უნივერსიტეტების ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა Erasmus + პროგრამის ფარგლებში

რეგიონალური უნივერსიტეტების ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა Erasmus + პროგრამის ფარგლებში

ქუთაისის უნივერსიტეტის მონაწილეობით მიმდინარეობს ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითრების პროექტი „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD). პროექტში მონაწილეობს ოთხი ევროპული უნივერსიტეტი: სანტიაგო დე კომპოსტელა (ესპანეთი),  გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია),  მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა) და 9 ქართულ რეგიონალური უნივერსიტეტი, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2020 წლის 17 თებერვალს ზემოთაღნიშნული RURD-ის პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა რეგიონალური ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის დეტალები, გაკეთდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი. თითოეულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული განვითარების SWOT ანალიზი. 


ბოლო სიახლეები