ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

Admission:40 students

tudy period:4 year

ტურიზმი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ქუთაისის უნივერსიტეტში.

პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს შემდეგი საგნები:

ა) ქართულ ენა და ლიტერატურა, (აბიტურიენტმა უნდა გადალახოს კანონმდებლობითდადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი)

ბ) უცხოური ენებიდან ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ინგლისური ენა; გერმანული ენა; ფრანგული ენა;  რუსული ენა (აბიტურიენტმა უნდა გადალახოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი);

გ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ისტორია ან მათემატიკა (აბიტურიენტმა უნდა გადალახოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებას მოპოვებენ: 

პირები, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.

პროგრამაზე ასევე დაიშვებიან: 

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.

პროგრამის აქტუალობა 
საქართველოს მაღალი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე ქვეყნის შიდა პროდუქტის მნიშვნელვანი წილი მოდის ტურისტულ სერვისზე, რაც ზრდადი დინამიკით გამოირჩევა. 
ტურისტული ინდურსტრიის სეგმენტის ზრდა წარმოშობს შესაბამისი დარგის პროფესიონალებზე მაღალ მოთხოვნას როგორც დასაქმების, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებისა და მართვის მხრივ. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დანიშნულებაა უმაღლესი განათლების
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისის წავლების შეთავაზებით მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში კვალიფიკაციის მქონე, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი კო
ნკურენტუნარიანი, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობის მქონე
კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც უნდა ფლობდეს ტურიზმის დარგის ზოგად ცოდნასა და უნარებს.

პროგრამის მიზანი 
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში გამჭოლადაა ასახული ქუთაისის უნივერსიტეტის მისია, ხედვა და ღირებულებები, აგრეთვე ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნები და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები, ადგილობრივი თუ უცხოური უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების გამოცდილება. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს: 
1. შესძინოს ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ფუნქციონალური სფეროების შესახებ, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას; ტურიზმის ინდუსტრიის,  ბიზნესის, ტურისტული საწარმოს მენეჯმენტის, ტურიზმის მარკეტინგის, ტურიზმის პოლიტიკის, მართვის და დაგეგმვის საკითხებზე;
2. გაუღრმავოს თეორიული ცოდნა და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები ტურისტული რესურსების ძირითადი მახასისთებლების, ტურისტული ბაზრების და სეგმენტების თავისებურებების ანალიზის, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნის და
შეთავაზების, ტურების დაგეგმვისა, მათი თვითღირებულების გამოთვლის და ფასის განსაზღვრის შესახებ; შეეძლოს ტურიზმის დარგში მიმდინარე
ეკონომიკურპროცესებთანდატენდენციებთანდაკავშირებულიემპირიულიმონაცემთა ანალიზიდა სათანადო დასკვნის ჩამოყალიბება;
3. განუმტკიცოს ზოგადი დადარგობრივი კომპეტენციები: ბიზნესის ადმინისტრირების სფეროების და ტურიზმის დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაცია, აზრის გამოხატვა, დისკუსიაში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულადდასაბუთება; თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის ტერმინოლოგიის გამოყენებით საქმიანი დოკუმენტების შედგენა და პრაქტიკული ხასიათის შესრულებული პროექტის წარმოდგენა როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, ქართულ და ინგლისურ
ენებზე(და/ან სხვა უცხო ენაზე); 
4. საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტით ხელი შეუწყოს ძლიერი ტრანსფრული უნარების განვითარებას; პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პატივი სცეს დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და დაიცვას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის
პრინციპები. საბაკალავრო პროგრამით დასახული მიზნების თანმიმდევრული და სრულფასოვანი განხორციელება უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას.