ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან


   ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტუდენტური თვითმმართველობის და პროგრამის კომიტეტის წევრ სტუდენტებს შეხვდა.

   შეხვედრის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციების, ხარისხის პოლიტიკის, პროცედურების, სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, პროგრამის კომიტეტის მუშაობის და მათში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობა. 

   აღნიშნული სამსახური მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტების ჩართულობის გაზრდას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში და  მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოს მათთვის მაღალი ხარისხის განათლებისხელმისაწვდომობა. 






არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook