ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისათვის ქუთაისის უნივერსიტეტში


ქუთაისის უნივერსიტეტის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკუთარი სტუდენტებისათვის შემდეგ პოზიციებზე:

  1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში - ვაკანტური ადგილი 1 (ერთი)
  2. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში - ვაკანტური ადგილი 2 (ორი)
  3. სტრატეგიული   განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურში - ვაკანტური ადგილი 2 (ორი)
  4. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში -  ვაკანტური ადგილი 2 (ორი)
  5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში - ვაკანტური ადგილი 1 (ერთი)
  6. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე -  ვაკანტური ადგილი 2 (ორი)

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 11 მარტიდან – 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge-ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის სრული დასახელება). 

დეტალური ინფომაცია ინხილეთ თანდართულ ფაილში




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook